ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" ანჩელოტი დაითხოვა

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში „გენკს“ შინ 4:0 სძლია და მერვედფინალის საგზური მოიპოვა, მატჩიდან რამდენიმე საათში კი კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კარლო ანჩელოტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

„პაპა კარლოს“ შესაძლო დათხოვნის თაობაზე ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა, თუმცა თავად იტალიელი სპეციალისტი წასვლას მისი ნებით არ აპირებდა.

როგორც ცნობილია ნეაპოლელებს ჯენარო გატუზო ჩაიბარებს, რომელთანაც სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს.

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიანო დე ლაურენტისმა ანჩელოტის სერია ა-ში არადამაჯერებელი თამაში არ აპატია და მისი დათხოვნის მიზეზად იტალიურ პრესაში სწორედ ეს სახელდება.

ნეაპოლურმა კლუბმა ჩემპიონატში ბოლო 7 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო და ცხრილში 21 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები