''ვესტ ჰემში'' პელეგრინისადმი ნდობა დაკარგეს
Aa
Aa

''ვესტ ჰემში'' პელეგრინისადმი ნდობა დაკარგეს

ბრიტანული მედიის ცნობით ''ვესტ ჰემის'' მმართველები მთავარი მწვრთნელის განთავისუფლების საკითხს განიხილავენ. შესაძლოა მექსიკელი მანუელ პელეგრინი ''ჩაქუჩებიდან'' წავიდეს.

Sky Sports-ის ცნობით ''ვესტ ჰემის'' ხელმძღვანელებმა 66 წლის გამოცდილი სპეციალისტის მიმართ რწმენა დაკარგეს. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა მისი დანიშვნისას შეცდომა დაუშვეს.

პელეგრინი ლონდონური კლუბის მთავარ მწვრთნელად 2018 წლის 22 მაისს დაინიშნა, როცა გუნდთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მიმდინარე სეზონი ''ვესტ ჰემისთვის'' წარუმატებელია, გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს, 16-დან 8 მატჩში ''ვესტ ჰემი'' დამარცხდა, 4 მატჩი ფრედ დასრულდა. მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში გუნდმა მხოლოდ 4 შეხვედრა მოიგო.

პრემიერ ლიგის უკანასკნელი 5 მატჩიდან ''ვესტ ჰემმა'' 1 მოიგო და 4 შეხვედრაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, მანუელ პელეგრინი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია. ის ''ვესტ ჰემში'' მისვლამდე ''რივერ პლეიტს,'' ''ვილიარეალს,'' ''მალაგასა'' და მადრიდის ''რეალს'' წვრთნიდა. 2013-16 წლებში პელეგრინი ''მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები