იულიან ნაგელსმანი, იოზუა კიმიხი, კაი ჰავერცი, ნიკ ვოლტემადე
Aa
Aa

მუნდიალზე ეს პირველად მოხდა | საინტერესო ფაქტები გერმანია-პარაგვაის მატჩიდან

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი და ტურნირის ოთხგზის გამარჯვებული, გერმანიის ნაკრები, მუნდიალს გამოეთიშა. 1/16-ფინალში იულიან ნაგელსმანის გუნდი პარაგვაის დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, პენალტების სერიაში კი „ლა ალბიროხამ“ 4:3 მოიგო და მერვედფინალში გავიდა.

მანუელ ნოიერმა გერმანიის ნაკრების რიგებში, ძირითად შემადგენლობაში, 23-ედ ითამაშა და მიროსლავ კლოზესა და ლოთარ მათეუსის მიღწევები გააუმჯობესა (22-22). ნოიერი „ბუნდესმანშაფტის“ ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პენალტების სერია პირველად წააგო. აქამდე „ბუნდესმანშაფტს“ 4-დან 4 თერთმეტმეტრიანების სერია ჰქონდა მოგებული.

გერმანია დიდ ტურნირებზე პენალტების სერიაში მეორედ დამარცხდა. აქამდე „ბუნდესმანშაფტს“ მხოლოდ 1976 წელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ჩეხოსლოვაკიასთან ჰქონდა წაგებული (ანტონინ პანენკას ცნობილი პენალტი).

ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, 115-ე წუთის შემდეგ შესული ბოლო ათი ფეხბურთელიდან, პენალტი მხოლოდ ორმა გაიტანა.

FIFA-ს რეიტინგში პარაგვაი გერმანიას 31 ადგილით ჩამორჩება. მსოფლიო ჩემპიონატებზე ამაზე დიდი ჩამორჩენის მქონე გუნდმა მეტოქე ტურნირიდან მხოლოდ სამჯერ გამოაგდო (მას შემდეგ, რაც რეიტინგი შემოიღეს — 1993 წელი): რუსეთმა ესპანეთი 2018 წელს (60 ადგილი), სამხრეთ კორეამ იტალია 2002 წელს (34 ადგილი) და სამხრეთ კორეამ ესპანეთი 2002 წელს (32 ადგილი).

გერმანიამ მეტოქის საჯარიმოში ბურთი 55-ჯერ ჩააწოდა (კუთხურებიც ითვლება), რაც მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ ჩაწოდებებიდან ზუსტი მხოლოდ 10 გახლდათ.

პარაგვაი პლეი-ოფის მომდევნო ეტაპზე ისტორიაში მეორედ გავიდა. „ლა ალბიროხამ“ ეს ორივეჯერ პენალტების სერიის მოგებით გააკეთა.

გერმანიამ, მსოფლიო ჩემპიონატების ეგიდით, კარი მშრალად ბოლოს 2014 წლის ფინალში შეინახა.

პარაგვაიმ პლეი-ოფის ეტაპზე, მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი გოლი გაიტანა.

პენალტების სერია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნეიმარის შეყვანას ვაპირებდი, მაგრამ...“ - ანჩელოტი იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ
„ნეიმარის შეყვანას ვაპირებდი, მაგრამ...“ - ანჩელოტი იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ