“ყველაფერი განათლებაზე და კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული“ - ლემანმა ნაგელსმანი გააკრიტიკა
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იენს ლემანმა, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას სათამაშო გამოცდილების არქონა გარკვეულწილად ხელს უშლის.
ლემანის თქმით, უმაღლეს დონეზე მუშაობისთვის მწვრთნელს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პროფესიონალი ფეხბურთელის გამოცდილებაც სჭირდება.
ლემანი:
„ყველაფერი განათლებასა და მწვრთნელის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ დღევანდელ სპეციალისტებს შევხედავთ, ნაგელსმანი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. მისი სამწვრთნელო შტაბის წევრების სახელებიც კი არ ვიცი.
ჩვენ წარსულში გამორჩეული მწვრთნელები გვყავდა — ფრანც ბეკენბაუერი, რუდი ფიოლერი, იურგენ კლინსმანი და ბერტი ფოგტსი. ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ნაგელსმანი პრაქტიკულად ერთადერთი მთავარი მწვრთნელია, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთი არ უთამაშია.“
გერმანიის ნაკრების ყოფილმა კიპერმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ფეხბურთში სწორედ დეტალები წყვეტს წარმატებას და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.
„დღეს გვყავს სპეციალისტები, რომლებიც ხშირად ვერ ხსნიან იმ დეტალებს, რაც თამაშში გადამწყვეტ როლს ასრულებს. არადა, სწორედ დეტალებია წარმატებისა და პროგრესის საფუძველი. თუ ამ საკითხებზე არავინ მუშაობს, საბოლოოდ ყოველთვის მეორე ადგილზე დარჩები.“
"Nagelsmann was the first one in 30-40 years who never played himself and neither did his staff."@jenslehmann believes Julian Nagelsmann lacks the playing experience to be a great head coach for Germany ???????? pic.twitter.com/72n2KZQiXl
— CBS Sports Golazo ⚽️ (@CBSSportsGolazo) June 30, 2026