სიტი 1:2 იუნაიტედი - სულშერი წასვლას არ აპირებს! მანჩესტერი დღეს წითელია! (VIDEO)
Aa
Aa

სიტი 1:2 იუნაიტედი - სულშერი წასვლას არ აპირებს! მანჩესტერი დღეს წითელია! (VIDEO)

პრემიერლიგის მე-16 ტურში „ეტიჰად სთეიდიუმზე“ მანჩესტერული დერბი შედგა - „სიტიმ“ „იუნაიტედს“ უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 1:2 დამარცხდა.

გასულ ტურში, „წითელმა ეშმაკებმა“ ასევე მოულოდნელად მოურინიოს კარგ ფორმაში მყოფ და ძალიან მონდომებულ „ტოტენჰემს“ პირწმინდად აჯობეს და ამ ყველაფერს მანჩესტერული დერბის სრულიად დამსახურებულად მოგებაც მიაყოლეს.

ოლე გუნარ სულშერის გუნდმა პეპ გვარდიოლას ბიჭებს თავისი ფეხბურთის ჩვენების საშუალება არ მისცა და პირიქით, თავს თავისი ტაქტიკა მოახვია.

მარკუს რაშფორდისა და ენტონი მარსიალის გოლებით „მანკუნიანელებმა“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, მათ მესამეს გატანაც შეეძლოთ.

მეორე ტაიმში „სიტიმ“ ბევრი ვერაფერი შეძლო. 85-ე წუთზე ოტამენტის მიერ გატანილმა გოლმა სურათი არსებითად ვერ შეცვალა.

ამ გამარჯვების შემდეგ „იუნაიტედი“ 24 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება და მეოთხეადგილოსან „ჩელსის“ 5 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები