პეტი: “ეს შესაძლოა შოკისმომგვრელად ჟღერდეს, მაგრამ მე „ბარსელონაში“ რასიზმი გამოვცადე
Aa
Aa

პეტი: “ეს შესაძლოა შოკისმომგვრელად ჟღერდეს, მაგრამ მე „ბარსელონაში“ რასიზმი გამოვცადე"

ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი ემანუელ პეტი RMC-სთან საუბრისას „ბლაუგრანაში“ გატარებულ დროს იხსენებს და ამბობს, რომ იქ მოულოდნელად რასიზმის პრობლემას წააწყდა.

ეს შესაძლოა შოკისმომგვრელად ჟღერდეს, მაგრამ მე „ბარსელონაში“ რასიზმი გამოვცადე. ეს ერთხელ არ მომხდარა, რამდენიმე ფაქტი იყო. ზოგიერთი მოთამაშე ამ ყველაფრის მსხვერპლი უფრო ხშირად ხდებოდა.

„ბლაუგრანაში“ ძალიან ცუდ დროს მივედი. გასახდელში გუნდი ორად იყო გაყოფილი - კატალონიელები და ჰოლანდიელები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.

გუნდის იმჟამინდელ მწვრთნელს ლორენცო სერა ფერერს სიტუაციის გაკონტროლებისა და კონფლიქტის განმუხტვის ძალა არ ჰქონდა.

ნაციონალიზმი რასიზმთან საკმაოდ ახლოსაა. გუნდში მისვლის პირველ დღეებში მითხრეს, რომ ესპანურის ნაცვლად კატალონიური ენა უნდა მესწავლა. ამას არ ველოდი. მათ ვუთხარი, რომ მე ესპანეთში ვიმყოფებოდი და ესპანურის სწავლას ვგეგმავდი, მათ კი მიპასუხეს, რომ ეს კატალონია იყო.

ბოლოს ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა და გუნდი დავტოვე“.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ პეტი „ბარსას“ ღირსებას 2000-2001 წლებში იცავდა. მან კატალონიელთა რიგებში 38 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები