Aa Aa
4 დეკემბერი 2019  |  16:44

„ნებისმიერ ფასად" - ზიდანს პოგბა სურს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი თვლის, რომ პოლ პოგბა გახლავთ ის ფეხბურთელი, რომელიც მის გუნდს სჭირდება. 

ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელებისგან „ზიზუ“ პოლ პოგბას ტრანსფერის გაჩარხვას კვლავ დაჟინებით ითხოვს და მისი გადაბირება „ნებისმიერ ფასად" სურს. შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსის“ თავკაცს 26 წლის ფეხბურთელის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში უნდოდა და თუ Marca-ს დავუჯერებთ ახლაც იგივე მიზნები ამოძრავებს.

ესპანური გამოცემა დასძენს, რომ ზიდანის სურვილის მიუხედავად „რეალის“ მმართველი საბჭოს წევრებს კითხვის ნიშნები აქვთ. მათ ეჭვი ეპარებათ, რომ პოგბა გუნდს კარგად მოერგება და მიაჩნიათ, რომ მისი ტრანსფერი ახალგაზრდა ფეხბურთელების (ვალვერდესა და ოდეგაარდის) განვითარებას ხელს შეუშლის. თანაც „ლოს ბლანკოსის“ მესვეურებს გამოსასყიდი თანხაც აფიქრებთ, რომელიც 100 მილიონ ფუნტზე მეტია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება