La Republlica:
Aa
Aa

La Republlica: "ინტერი" ხამესის შეძენას გეგმავს

მილანის „ინტერი“ ზამთარში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და საამისოდ კანდიდატიც შეარჩია.

La Republlica-ს ცნობით, ანტონიო კონტეს გუნდს მადრიდის „რეალის“ კოლუმბიელი გამთამაშებელი ხამეს როდრიგესი სურს და მოლაპარაკებების დაწყებას ცდილობს.

მადრიდელებს კოლუმბიელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს მიღება სურთ და სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში მას შეელევიან.

28 წლის ხამესის შესაძენად ასევე „არსენალი“ და პსჟ იბრძვიან. „ინტერს“ დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

როგორც ცნობილია, ახალი წესის თანახმად მოთამაშეს ერთი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე 2 სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება აქვს. ეს გარემოება იანვრის სატრანსფერო ფანჯარას გაცილებით საინტერესოსა და დამაინტრიგებელს ხდის.

მიმდინარე სეზონში ხამესი „რეალს“ „ბაიერნში“ განათხოვრების შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა ზიდანი მას მაინც არ ენდობა და კლუბის დატოვება თავად ფეხბურთელის სურვილიც არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები