როგორ გავხადოთ
Aa
Aa

როგორ გავხადოთ "ლივერპული" კონტროლირებადი - კარლო ანჩელოტის რჩევა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე შეხვედრაში "ლივერპულმა" "ნაპოლი" ვერ დაამარცხა და ერთ ქულას დასჯერდა. "წითლები" საკუთარ თავს არ ჰგავდნენ და კარგი მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებიათ, რაც დიდწილად კარლო ანჩელოტის დამსახურება გახლდათ.

იტალიელი სპეციალისტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს გასაქანი არ მისცა და მოგვიანებით ანჩელოტიმ ახსნა მიზანს როგორ მიაღწია.

"ფეხბურთელები შევცვალეთ, მაგრამ სტრუქტურა იგივე დარჩა. როცა ბურთი ჩვენ გვქონდა, დი ლორენცო მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. ხოლო როცა მეტოქე გვიტევდა უკან იხევდა და ნახევარდაცვას ეხმარებოდა".

"ლივერპული უმაღლესი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ ისინი უფრო კონტროლირებადი ხდებიან, როცა შეზღუდულ სივრცეში უწევთ თამაში".

აქვე გეტყვით, რომ "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულს" 10 ქულა აქვს. "მერსისაიდელები" პირველ ადგილზე იმყოფებიან, თუმცა ბოლო ტურში "ზალცბურგთან" მარცხის შემთხვევაში შესაძლოა ჯგუფში ჩარჩნენ. "პარტენოპეის" რაც შეეხება, ანჩელოტის გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში საკუთარ კედლებში "გენკს" უნდა სძლიოს და მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები