რონალდუმ ვარჯიშზე ბონუჩისგან ბურთის ფეხებს შორის გატარება ვერ აიტანა
Aa
Aa

რონალდუმ ვარჯიშზე ბონუჩისგან ბურთის ფეხებს შორის გატარება ვერ აიტანა

რონალდუ როგორც ჩანს, თავს არც ისე კარგად და კომფორტულად გრძნობს. მას შემდეგ რაც მაურისიო სარიმ ის მიჯრით 2 შეხვედრაში მოედნიდან ნაადრევად გაიყვანა და გუნდმა თამაშიც სწორედ ამის შემდეგ მოიგო, კრიშტიანუმ უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა.

Sportbible-ს ცნობით, რონალდუს უხასიათობა ვარჯიშზეც ეტყობა. „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე საწვრთნელი პროცესის ერთ-ერთი ეპიზოდისას ლეონარდო ბონუჩიმ მას ბურთი ფეხებს შორის გაუტარა, რაზეც მთელი გუნდი გახალისდა, თუმცა არა პორტუგალიელი. მას უცნაური რეაქცია ჰქონდა. როგორც წესი ასეთ დროს ყველა იღიმის ხოლმე.

ლოგიკურად რონალდუს სხვების მსგავსად ეს მომენტი იუმორით უნდა მიეღო და გაეცინა, მაგრამ ის პირიქით - თავს დამცირებულად გრძნობდა.

ბლიჩერ რეპორტი - რონალდუს რეაქცია VS დიბალას რეაქცია

ამ მომენტზე გაღიმებულ დიბალას კრიშტიანუმ ირონიულად ტაში დაუკრა, რაც ასევე უცნაური იყო.

„ატლეტიკოსთან“ შეხვედრაშიც პორტუგალიელი არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ამ ჯერზეც შეხვედრის მთავარი მოქმედი პირი პაულო დიბალა გახდა, რომელმაც იან ობლაკს ბრწყინვალე ჯარიმა გაუტანა.

კრიშტიანუს „იუვენტუსის“ რიგებში უკვე ზედიზედ 5 მატჩია გოლი არ გაუტანია. მეტოქის კარში მან ბოლოს 30 ოქტომბერს, „ჯენოას“ წინააღმდეგ ბოლო წუთზე დანიშნული პენალტით გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები