„რა გავაკეთო? არც მისი მამა ვარ და არც - პოლიციელი
Aa
Aa

„რა გავაკეთო? არც მისი მამა ვარ და არც - პოლიციელი" - ნეიმარი მადრიდში ჩოგბურთისთვის ჩავიდა

ნეიმარი მადრიდში ჩოგბურთის მატჩების სანახავად ჩავიდა, რაც პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს დიდად არ მოეწონა და ამის შესახებ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

27 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი დევისის თასის შეხვედრებს დაესწრო, რაზეც ტუხელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გერმანელმა კი განაცხადა:

„რა შემიძლია გავაკეთო? მე არც მისი მამა ვარ და არც - პოლიციელი, მხოლოდ მწვრთნელი ვარ. იგი ნაყოფიერად ვარჯიშობს და მთავარი ესაა. კითხვაზე - მომეწონა თუ არა ის, რომ ნეიმარი მადრიდში ჩავიდა, გეტყვით - არას, თუმცა ის პროფესიონალია და ბოლო კვირების განმავლობაში საწვრთნელ პროცესს სათანადო მიდგომით გადიოდა. სხვებზე მეტად იტვირთებოდა, როგორც გუნდთან ერთად, ასევე - ინდივიდუალურად. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, იგი „ლილთან“ ითამაშებს კიდეც. ამას უახლოეს საათებში გადავწყვეტთ“.

პსჟ, რომელიც ლიგა 1-ს 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მომდევნო კვირაში „რეალთან“ სტუმრად ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის პირველი ადგილის გასაფორმებლად მინიმუმ 1 ქულის აღებას ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები