Aa
Aa

"საწვრთნელი პროცესისასაც მშვენივრად გამოიყურება" - 1.5-თვიანი პაუზის შემდეგ ნეიმარი მოედანს უბრუნდება

დაახლოებით 1.5-თვიანი პაუზის შემდეგ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი, მოედანს უბრუნდება. ამის შესახებ ტომას ტუხელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

გერმანელმა სპეციალისტმა „ნეის“ ფიზიკურ ფორმასა და სათამაშო კონდიციებზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ დაბრუნების მიუხედავად, ბრაზილიელი 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არაა.

„ნეიმარი თავს კარგად გრძნობს და საწვრთნელი პროცესისასაც მშვენივრად გამოიყურება. შესაძლოა, იგი მომდევნო მატჩში გუნდთან ერთად იყოს, თუმცა 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არაა.

იგი ჩვენი გუნდის შეტევებს მეტად ხარისხიანსა და მწვავეს გახდის, რადგან არის ფეხბურთელი, რომელსაც ეპიზოდის გადაწყვეტა კარგად გამოსდის. მასთან ერთად გუნდი ძალიან სახიფათოა და გვსურს, გამარჯვებათა სერიის გაგრძელებაში დაგვეხმაროს".

პსჟ, რომელიც ლიგა 1-ს 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, "ლილს" დღეს საღამოს შეხვდება, მომდევნო კვირაში კი „რეალთან“ სტუმრად ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის პირველი ადგილის გასაფორმებლად მინიმუმ 1 ქულის აღებას ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები