სუარესი:
Aa
Aa

სუარესი: "ვიცი და ეს კარგიც არის, რომ კლუბი ახალი 9 ნომრის შეძენას გეგმავს"

„ბარსელონას“ 33 წლის ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა სანაკრებო პაუზის დროს პრესასთან სასაუბროდ მოიცალა და გუნდში მის მომავალზე ისაუბრა.

„ელ პისტოლერო“ „ბარსელონაში“ შესაძლო ახალი ფორვარდის მოყვანის საკითხსაც შეეხო და მისი პოზიცია დააფიქსირა.

„აქ დიდი მოთხოვნებია, შესვენების დრო და უფლებაც არ გაქვს. ადვილი არ არის, რომ ასეთ კლუბში მოხვიდე, ადაპტაცია გაიარო და შენი ადგილი დაიკავო.

მოვა დრო, როდესაც „ბარსელონაში“ არსებულ კონკურენციას და მოთხოვნებს ვეღარ დავაკმაყოფილებ, თუმცა ახლა მე მაქვს ენერგია, რომ ვიყო კონკურენტუნარიანი და თუ კლუბი ახალ ფორვარდს მოიყვანს, ეს ჩემთვის უკეთესი იქნება, ამისთვის მზად ვარ.

ის, რომ გუნდი ახალ 9 ნომერს ეძებს ამაში უცნაური არაფერია. პირიქით, ეს კარგიც არის, ჩემთვისაც კარგი იქნება. გუნდში კონკურენცია ყოველთვის კარგია და „ბარსელონასთვის“ სამომავლოდ დადებითად აისახება“.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ზაფხულში „ბარსასთვის“ პრიორიტეტული უმაღლესი დონის 9 ნომრის შეძენა იქნება. კატალონიელთა ვარსკვლავურ სიაში ლაუტარო მარტინესი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე და მარკუს რაშფორდი იმყოფებიან. ამ ეტაპზე ყველაზე რეალურ კანდიდატად არგენტინელი ითვლება, თუმცა ზაფხულამდე სავარაუდოდ ბევრი რამ შეიცვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები