შედგება დიდი დაბრუნება? გვარდიოლამ შესაძლოა
Aa
Aa

შედგება დიდი დაბრუნება? გვარდიოლამ შესაძლოა "სიტი" დატოვოს!

ინგლისური და გერმანული პრესა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც შესაძლოა პეპ გვარდიოლა ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნში“ დაბრუნდეს.

წყაროს ცნობით, „რეკორდმაისტერის“ ბოსები პეპის კანდიდატურას განიხილავენ. ესპანელი სპეციალისტის გარდა მიუნხენელთა სიაში ერიკ ტენ ჰაგი და ტომას ტუხელი იმყოფებიან.

როგორც წყარო წერს, გვარდიოლას ოჯახი მანჩესტერში ცხოვრებით უკმაყოფილოა და ისინი ამჟამად ესპანეთში იმყოფებიან. მიუნხენში ცხოვრების დროს კი მათ მსგავსი პრობლემები არ ჰქონდათ.

თავად გვარდიოლამ „ბაიერნის“ დატოვების დროს 4 წლის წინ ასეთი რამ თქვა: „მე გერმანიაში დავბრუნდები, შესაძლოა კვლავ მწვრთნელის რანგში“.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად პეპი „სიტიში“ მუშაობით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვებას განიხილავს. მას „ქალაქელებთან“ არსებული კონტრაქტი 2021 წელს უსრულდება, თუმცა „ბაიერნი“ 2020 წლის ზაფხულში მის გადაბირებას მაინც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ „ბაიერნი“ 4 წლის წინ დატოვა. მან „რეკორდმაისტერში“ 3 წელი იმუშავა. ბუნდესლიგის 3-ჯერ მოგებასთან ერთად პეპმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასევე ზედიზედ სამჯერ გააღწია, თუმცა „რეალთან“, „ატლეტიკოსთან“ და „ბარსელონასთან“ დამარცხდა, რის შემდეგაც პრემიერლიგაში გადაბარგდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები