„ნაპოლის“ ფეხბურთელები პირად მცველებს ეძებენ
Aa
Aa

„ნაპოლის“ ფეხბურთელები პირად მცველებს ეძებენ

„ნაპოლიში“ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. საქმე იქამდე მივიდა, რომ „პარტენოპეის“ ფეხბურთელებმა პირადი მცველების დაქირავება დაიწყეს, რათა თავიანთი გულშემატკივრებისგან დაიცვან თავი...

ცოტა ხნის წინ პიოტრ ზიელინსკი და ალანი ულტრასი ქომაგების მხრიდან აგრესიული ქმედებების ობიექტები გახდნენ. ბრაზილიელ ფეხბურთელს საერთოდ სახლში შეუვარდნენ და გასაკვირი არაა, რომ „პარტენოპეის“ მოთამაშეები თავიანთ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

იტალიური პრესის ცნობით კალიდუ კულიბალიმ პირადი მცველი დაიქირავა, რომელსაც სენეგალელი უკანახაზელისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალება. ასევე ირკვევა, რომ „ნაპოლის“ კაპიტნის, ლორენცო ინსინიეს მეუღლემ ნეაპოლი დატოვა.

მოკლედ „ნაპოლიში დიდი არეულობაა და ნაკლებად სავარაუდოა უახლოეს მომავალში სიტუაცია დალაგდეს. ყველაფერი კი აურელიო დე ლაურენტისის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. „ნაპოლის“ პირველმა პირმა Ritiro გამოაცხადა და ბრძანა, რომ ფეხბურთელებს 5 დღის განმავლობაში ბაზა არ უნდა დაეტოვებინათ და მხოლოდ ვარჯიშზე ყოფილიყვნენ კონცენტრირებულები.

ბუნებრივია „პარტენოპეის“ მოთამაშეებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს, 5 დღიან „საპყრობილეზე“ უარი განაცხადეს და სახლებში დაბრუნდნენ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები