კაპელო:
Aa
Aa

კაპელო: "კრიშტიანუს 3 წელია წარმატებული დრიბლინგი არ ჰქონია"

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ პრესას ესაუბრა და Sky Sport Italia-სთან საინტერესო განცხადება გააკეთა. 

73 წლის მწვრთნელის განცხადებით, რონალდუს ბოლო 3 წელია დრიბლინგის მეშვეობით მეტოქე არ მოუტყუებია და მისი სისწრაფე და დინამიკა აშკარა რეგრესს განიცდის.

"როცა მოედნიდან გადიოდა, მისი რეაქცია ნამდვილად არ მომეწონა, ეს ლამაზი არ იყო. იგი მოედანსა და მის გარეთ სამაგალითო ჩემპიონი უნდა იყოს. ბრავო სარის, რომელსაც ეყო გამბედაობა, რომ რონალდუ შეეცვალა. განსაკუთრებულად ყოჩაღ იმისთვის, რომ დაინახა, სხვა მოთამაშეებს თამაშის სცენარის შეცვლა შეეძლოთ.

პორტუგალიელი ნამდვილი ჩემპიონია და ეს შინაგანად მოსდევს, თუმცა ამ ეტაპზე, ფაქტია, "იუვესთვის" გადამწყვეტი გოლები დუგლას კოშტასა და დიბალას გააქვთ. დიბალა მართლაც შესანიშნავ კონდიციციებშია, ისევე როგორც კოშტა. ისინი თამაშებს რონალდუს გარეშე იგებენ. თითქოს ისე ჩანდა, რომ "იუვე" რონალდუზე იყო დამოკიდებული, მაგრამ გუნდში ბრწყინვალე შემადგენლობაა და სხვადასხვა ფეხბურთელები "ბიანკონერის" გამარჯვებების მოპოვებაში ეხმარებიან.

სიმართლე ისაა, რომ კრიშტიანუს უკვე 3 წელია წარმატებული დრიბლინგი არ ჰქონია და ამის ხარჯზე მეტოქე არ მოუტყუებია. რამდენიმე წლის წინ ლა ლიგის მატჩების კომენტირება მიწევა, მაშინ იგი დრიბლინგს ხშირად ასრულებდა და ეს კარგად გამოსდიოდა. მან ფიზიკურ მომზადებაზე უნდა იმუშაოს. აღარ აქვს ის სისწრაფე და დინამიკა, რაც ადრე ჰქონდა".

ბოლო ორ მატჩში სარიმ რონალდუ შესაბამისად - 82-ე და 55-ე წუთებზე, პაულო დიბალათი შეცვალა, ორივე შემთხვევაში ანგარიში 0:0 იყო. "ლოკომოტივთან" მომგებიანი გოლი დუგლას კოშტამ შეაგდო, "მილანს" კი დიბალამ გაუტანა.

კრიშტიანუ რონალდუს სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგაზე კი მხოლოდ 1 შედეგიანი დარყმა მიითვალა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სანაკრებო მატჩებისთვის ემზადება. მისი გუნდი 14 ნოემბერს - ლიეტუვას, ხოლო 17 ნოემბერს ლუქსემბურგს უნდა შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები