Aa
Aa

Wild Card-ით მოგებული შემაჯამებელი - 18 წლის იტალიელი რეიტინგში 450 საფეხურით დაწინაურდა

მილანში დასრულებული ახალგაზრდა მამაკაც ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელი ტურნირი იტალიელმა იანიკ სინერმა მოიგო.

სინერმა, რომელიც ტურნირზე მასპინძლის სტატუსის გამო, Wild Card-ით დაუშვეს, ფინალურ შეხვედრაში მასზე 2 წლით უფროს ავსტრალიელ ალექს დე მინაურს დაუპირისპირდა.

დე მინაური ტურნირზე სუპერდამაჯერებლად ასპარეზობდა და ფინალამდე ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა, შესაბამისად, სპეციალისტები ფავორიტად მას თვლიდნენ.

თუმცა, სინერმა მატჩი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. აპენინელს გამარჯვების გასაფორმებლად საათი და 6 წუთი დასჭირდა, საბოლოო ანგარიში კი 4:2; 4:1; 4:2-ია.

სინერმა ამ წარმატებისთვის 372 000 ევრო მიიღო, მსოფლიო რეიტინგში კი თითქმის 450 საფეხურით დაწინაურდა. 18 წლის იტალიელი ამჟამად ATP-ს კლასიფიკაციის 95-ე ადგილზე იმყოფება და საუკეთესო ასეულის ყველაზე მცირეწლოვანი წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები