Aa
Aa

"ბარსელონა" ვილიანის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს იხდიდა

"ჩელსის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ვილიანმა დაადასტურა, რომ შარშან "ბარსელონას" მისი შეძენა სურდა, მაგრამ "ლურჯებმა" ესპანური გრანდი უარით გაისტუმრეს.

ვილიანს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და შეუძლია ზამთარში მისით დაინტერესებულ კლუბებთან წინასწარი მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა სამხრეთ ამერიკელ გარემარბს "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა სურს.

"ერთადერთი ოფიციალური წინადადება ბარსელონასგან მივიღე. ეს შარშან, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოხდა. ბარსამ ჩელსის შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ არისტოკრატებისგან უარი მიიღო" - განაცხადა ვილიანმა.

Daily Mail-ის ინფორმაციით "ბლაუგრანა" მზად იყო 50 მილიონი ფუნტი გადაეხადა.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ ვილიანმა "ჩელსის" მაისურით მესამასე მატჩი ჩაატარა, მაგრამ მისი ლონდონური მომავალი მაინც ბურუსითაა მოცული. "ლურჯებს" ვილიანისთვის კონრაქტის გახანგრძლივება არ შეუთავაზებიათ და ლამპარდის პოლიტიკას თუ გავითვალისწინებთ შესაძლოა ბრაზილიელს "სტემფორდ ბრიჯის" დატოვება მოუწიოს.

ვილიანი "ჩელსიში" 2013 წელს "შახტარიდან" გადავიდა და "არისტოკრატებთან" ერთად პრემიერ ლიგა, ევროპა ლიგა, ასოციაციის თასი და ლიგის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები