„სლავიას“ მეკარე: „ბარსელონას ფეხბურთელები ცუდად მოიქცნენ“
Aa
Aa

„სლავიას“ მეკარე: „ბარსელონას ფეხბურთელები ცუდად მოიქცნენ“

პრაღის „სლავიას“ ფეხბურთელებს „ბარსელონასთან“ სტუმრად მოპოვებული ქულის შემდეგ იმედი ჰქონდათ, რომ „ბლაუგრანას“ სუპერვარსკვლავებს მაისურებს გაუცვლიდნენ, მაგრამ კარგი გამოსვლა მათ მხოლოდ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მიულოცა.

„სლავიას“ მეკარემ, ონდრეი კოლარმა მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ერთ-ერთ ჩეხურ გამოცემასთან ისაუბრა და განაცხადა: „ტერ შტეგენი გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში მელოდებოდა. მან გამაჩერა და მითხრა, რომ მეკარის ასეთი კარგი თამაში დიდი ხნის განმავლობაში არ ენახა“.

„ტერ შტეგენი საფინალო სასტვენის შემდეგ მელოდებოდა, რაც ჩემთვის უდიდესი ჯილდოა. ასეთი მაღალი დონის გოლკიპერისგან საქებარი სიტყვების მოსმენის შემდეგ დამბურძგლა. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება, მაგრამ სხვა ფეხბურთელები“...

„მესი და სხვები მატჩის შემდეგ უბრალოდ წავიდნენ. ზოგიერთმა მათგანმა ხელიც კი არ ჩამოგვართვა. ჩვენ მატჩის შემდეგ ბარსელონას ვარსკვლავებთან შეხვედრა და მაისურების გაცვლა გვსურდა, მაგრამ ისინი ცუდად მოიქცნენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები