Bild - რანგნიკის უარი „ბაიერნს“ - მთავარი ფავორიტი ვენგერია
Aa
Aa

Bild - რანგნიკის უარი „ბაიერნს“ - მთავარი ფავორიტი ვენგერია

მიუნხენის „ბაიერნი“ ნიკო კოვაჩის შემცვლელს ეძებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „რეკორდმაისტერი“ 4 სპეციალისტს განიხილავდა - რალფ რანგნიკი, არსენ ვენგერი, ერიკ ტენ ჰაგი და მასიმილიანო ალეგრი. უცხოური პრესა ფავორიტებსაც ასახელებდა და იტყობინებოდა, რომ „ბაიერნის“ ვაკანტური მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ყველაზე დიდი შანსი არსენ ვენგერსა და რალფ რანგნიკს ჰქონდათ.

დღეს კი გავლენიანი გერმანული გამოცემა, Bild გვაუწყებს, რომ რალფ რანგნიკმა „ბაიერნთან“ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა და ახლა არსენ ვენგერი „რეკორდმაისტერის“ ჩაბარების მთავარი ფავორიტი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ვენგერი „არსენალიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია. ცოტა ხნის წინ The Guardian აცხადებდა, რომ ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას მიუნხენელთა ხელმძღვანელებიც აქტიურად განიხილავენ. მათი აზრით ვენგერის მიყვანას ქომაგების მხრიდან დადებითი რეაქცია მოჰყვება და თან მას ენის ბარიერიც არ შეექმნება, რადგან არსენი გერმანულად მშვენივრად საუბრობს.

რაც შეეხება რანგნიკს, კულუარებში მას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩაბარებას უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები