Aa
Aa

ტადიჩი ჯანლუკა როკიზე: "ერთმა ადამიანმა ყველაფერი მოგვპარა"

„აიაქსის“ კაპიტანმა, დუშან ტადიჩმა „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ ჯანლუკა როკი გააკრიტიკა. იტალიელმა მსაჯმა ერთ მომენტში ამსტერდამელთა ორი ფეხბურთელი გააძევა და მათ კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

როკის საკამათო გადაწყვეტილების შემდეგ, „ლურჯებმა“ ორბურთიანი სხვაობა აღმოფხვრეს და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვეს. იტალიელ მსაჯს კი თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა.

როკის ქმედებები ბევრმა დაგმო და ერთ-ერთი მათგანი ზემოთ ხსენებული ტადიჩი გახლდათ. „აიაქსის“ კაპიტანმა საკუთარი პოზიცია შეხვედრის შემდეგ დააფიქსირა და განაცხადა: „ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. 4-1-ს ვიგებდით და ყველაფერს ვაკონტროლებდით, თუმცა შემდეგ ერთმა ადამიანმა ყველაფერი მოგვპარა“.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ახლა აიაქსზე და ჩვენ მიერ ნაჩვენებ ლამაზ ფეხბურთზე უნდა ვლაპარაკობდეთ, მაგრამ ამაზე საუბარი არ შეგვიძლია, რადგან ერთმა ადამიანმა ყველაფერი მოგვპარა“.

„ბლინდის მომენტი ვნახეთ და წესები მოწინააღმდეგემ დაარღვია და არა ჩემმა თანაგუნდელმა. შესაბამისად არც ბლინდის მეორე ყვითელი უნდა ყოფილიყო, არც ველტმანის მეორე ყვითელი და არც პენალტი“.

„სამმაგი სასჯელი ცხოვრებაში არასდროს მინახავს. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ პულიშიჩი ბლინდის წინააღმდეგ დაჯარიმდა“.

„ეს შედეგი ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. ახლა იმაზე უნდა ვლაპარაკობდეთ, თუ როგორ დაჯაბნა აიაქსმა ჩელსიმ, მაგრამ ამაზე ვერ ვსაუბრობთ, რადგან ვიღაცამ ყველაფერი გაანადგურა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები