კლოპი „ბარსასთან“ მარცხის შემდეგ - „ნახავთ, ფინალში აუცილებლად გავალთ
Aa
Aa

კლოპი „ბარსასთან“ მარცხის შემდეგ - „ნახავთ, ფინალში აუცილებლად გავალთ"

„ლივერპულის“ სენეგალელმა შემტევმა, სადიო მანემ France Football-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა და ფრანგულ გამოცემას „ლივერპულის", იურგენ კლოპისა და მოჰამედ სალაჰის შესახებ ესაუბრა.

„ბარსელონასთან“ ქამბექი: „კლოპი ხშირად გვაოცებს ხოლმე. შარშან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩის წინ მოვიდა და გვითხრა: „გამარჯობათ, ბიჭებო, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს“. იურგენს ყველა გასუსული უსმენდა, მან კი განაგრძო: „დიახ, კარგი ამბავი ისაა, რომ ბარსელონა გახლავთ გუნდი, რომელიც ფეხბურთს თამაშობს და ჩვენ ასეთი გუნდების წინააღმდეგ ასპარეზობა ძალიან გვიყვარს. ნახავთ, ფინალში აუცილებლად გავალთ“.

როგორია კლოპი: „მისი წარმატების საიდუმლო გახლავთ ის, რომ კლოპი გუნდისთვის მამასავითაა. ლივერპულის ყველა ფეხბურთელს მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ჩვენ იურგენი ისე გვიყვარს, როგორც მამა და მისი ისე გვეშინია, როგორც მამის. მან მოახერხა და ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. საუბარო მხოლოდ მოედანზე განვითარებულ მოვლენებზე არ მაქვს. კლოპი შესანიშნავი პიროვნებაა. მე მას თვალდახუჭული ვენდობი და ჩემს პოზიციას ლივერპულის სხვა ფეხბურთელებიც იზიარებენ“.

მანესა და სალაჰის ურთიერთობა: „მოს გოლების გატანა კარგად ეხერხება. სალაჰი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც ყველაფრის გაკეთება იცის. როცა ის გუნდში მოვიდა, ჩვენზე წინ დააყენეს, მაგრამ მის მხარდამხარ განვითარება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ვფიქრობ ჩვენ ფეხბურთს ერთნაირად აღვიქვამთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები