Aa
Aa

"სიტიმ" ქომაგები ანერვიულა, მაგრამ მოიგო - "არსენალის" მოუგებელი სერია გრძელდება (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-11 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ ქომაგები მაგრად ანერვიულა, თუმცა მაინც მოიგო.

პეპ გვარდიოლას გუნდი წინა ტურში შერცხვენილ და განადგურებულ „საუთჰემპტონს“ დაუხვდა და „ეტიჰადზე“ დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა.

მე-13 წუთზე უორდ-ბროუსის გოლით მოულოდნელად „წმინდანები“ დაწინაურდნენ.

„სიტიმ“ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა გოლის გატანა 70-ე წუთამდე ვერ მოახერხა. კაილ უოკერის გადაცემით ანგარიში სერხიო აგუერომ გაათანაბრა.

86-ე წუთზე გამარჯვების ბურთი თავად კაილ უოკერმა გაიტანა.

„ქალაქელები“ „ლივერპულის“ დევნას განაგრძობენ და კლოპის გუნდის ფეხის დაცდენას ელოდებიან.


კვლავ ცუდ დღეშია ლონდონის „არსენალი“, რომელმაც მორიგი ქულები დაკარგა.

„მეთოფეებმა“ „ვულვზს“ უმასპინძლეს და 21-ე წუთზე ობამეიანგის გოლით დაწინაურდნენ კიდეც.

ამის შემდეგ უნაი ემერის გუნდი გაითიშა. „კანონირებმა“ უპირატესობა სტუმრებს გადაულოცეს.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში „არსენალმა“ კარის ჩარჩოში დარტყმა ვერ მოახერხა.

საბოლოოდ ყველაფერი 76-ე წუთზე ხიმენესის გოლით დასრულდა, რომელმაც ტაბლოზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ემერის გუნდი მოწინავე ოთხეულს ყოველი ტურის შემდეგ სულ უფრო შორდება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები