Aa
Aa

ტუხელი: "ვერატი ყოველთვის სხვებზე და სხვების ბედნიერებაზე ფიქრობს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა მარკო ვერატი შეაქო და მას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა.

ოთხშაბათს იტალიელმა ფეხბურთელმა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რამაც ტუხელი ძალიან გაახარა. გერმანელი სპეციალისტის თქმით ვერატი გუნდის ლიდერია და მასთან მუშაობა ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა.

„მარკო გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახლავთ. პსჟ-ში ვერატის უამრავი პასუხისმგებლობა აკისრია. მარკო ყოველთვის სხვებზე და სხვების ბედნიერებაზე ფიქრობს. მისი გაწვრთნა საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება მწვრთნელს თავს გადახდეს“.

„ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ნიცასთან შეხვედრამდე ვერატიმ იტალიის ნაკრებში იასპარეზა. მატჩები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო. „სკუადრა აძურამ“ 15-ში ითამაშა, პსჟ-ს კი 18-ში უნდა ეასპარეზა. მარკო გუნდში ხუთშაბათს გამოცხადდა და ნიცასთან შეხვედრაში მონაწილეობა სურდა. პარასკევს ველაპარაკე და მიმტკიცებდა, რომ მოედანზე გასასვლელად მზად იყო, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ სათადარიგოთა სკამზე უნდა დაგვეტოვებინა“.

„შაბათს მან ისე ივარჯიშა, თითქოს 18 ან 19 წლის ყოფილიყო. ვერატის სურდა დაემტკიცებინა, რომ მოედანზე გასვლა შეეძლო. მარკო ასეთი ადამიანია და ძალიან მიხარია მისი მთავარი მწვრთნელი რომ ვარ. ვერატი განსაკუთრებული ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც უნიკალური ხედვა აქვს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები