Aa
Aa

შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

შენჟენში მიმდინარე ქალთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე წითელ ჯგუფში დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა და გათამაშების პირველი ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა.

დღის გახსნითი შეხვედრა მსოფლიოს პირველ ჩოგან ეშლი ბარტისა და პეტრა კვიტოვას შორის ჩატარდა. ბარტიმ თამაში შესანიშნავად წარმართა და ჩეხ მეტოქეს პრაქტიკულად უშანსოდ მოუგო.

პირველი სეტის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, მეორე პარტიაში კი ავსტრალიელის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. საბოლოოდ, ბარტიმ 6:4; 6:2 იმარჯვა და 1/2 ფინალში ჯგუფის პირველადგილოსნის რანგში გავიდა.

ნახევარფინალისტს ურთიერთშეხვედრაში არკვევდნენ ბელინდა ბენჩიჩი და კიკი ბერტენსი. ორივე მათგანს თითო-თითო მოგება ჰქონდა, შესაბამისად, ნახევარფინალში თამაშის გამარჯვებული გადიოდა.

ბერტენსი თამაშში კარგად შევიდა და 5:4-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, რასაც ზედიზედ წაგებული გეიმები და პირველი პარტიის 5:7 წაგება მოჰყვა.

მეორე სეტში, როცა ბენჩიჩმა საკუთარი მოწოდება აიღო და 1:0 დაწინაურდა, ბერტენსმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და შემდეგ ეტაპზე შვეიცარიელი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები