მილანის ჩელენჯერი - ბასილაშვილი მე-2 ნომრად არის განთესილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩელენჯერებზე ასპარეზობას აგრძელებს. ქართველი ჩოგბურთელი ამჯერად მილანის ჩელენჯერზე ითამაშებს. ტურნირის საპრიზო ფონდი 97 640 ევრო გახლავთ.
ბასილაშვილი მილანში მე-2 ნომრად არის განთესილი და მისი პირველი მეტოქე ადგილობრივი რაულ ბრანკაჩიოა, რომელიც ATP რეიტინგში 248-ე ადგილზეა.
თუ ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა, მერვედფინალში კიდევ ერთ იტალიელს შეხვდება — ფილიპო რომანოსა და მარკო ჩეკინატოს შორის გამარჯვებულს.
ცნობისთვის, აღნიშნულ ტურნირზე, პირველ ნომრად არგენტინელი ფრანსისკო კომესანა არის განთესილი. ჩემპიონი 75 სარეიტინგო ქულასა და 15 510 ევროს საპრიზო თანხას მიიღებს, რაც ATP-ის რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ნიკოლოზმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა, სადაც სამწუხაროდ, შვედ იმერთან დამარცხდა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რაულ ბრანკაჩიოსა დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.