იბერია 1999-მა შეტევა გააძლიერა - სილა საქართველოში დაბრუნდა
Aa
Aa

იბერია 1999-მა შეტევა გააძლიერა - სილა საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა იბერია 1999-მა ახალი სეზონის წინ შეტევის ხაზი გამოცდილი ლეგიონერით გააძლიერა. გუნდს მალელი თავდამსხმელი შეიკნა სილა დაუბრუნდა, რომელიც ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს.

30 წლის ფორვარდმა ბოლო ორი სეზონი თურქეთის ერზურუმსპორში გაატარა, სადაც ქართველი მცველის, გურამ გიორბელიძის თანაგუნდელი იყო. მალელმა თავდამსხმელმა წარმატებული სეზონი ჩაატარა — ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კლუბის თურქეთის სუპერლიგაში დაბრუნებაში.

სილა საქართველოში პირველად 2020 წელს ჩამოვიდა და ორი სეზონის განმავლობაში მერანის ღირსებას იცავდა. მოგვიანებით, 2023-24 წლებში, სწორედ „იბერიაში“ თამაშობდა, სადაც შედეგიანი ასპარეზობით თავი გამოიჩინა და გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა.

გავრცელებული ინფორმაციით, სილამ „იბერიასთან“ ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა და უახლოეს პერიოდში გუნდის ვარჯიშებს შეუერთდება. კლუბში იმედოვნებენ, რომ გამოცდილი ფორვარდი შეტევით პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს და გუნდს როგორც Crystalbet ეროვნულ ლიგაში, ისე ევროტურნირებზე დაეხმარება.

ამასთან, „იბერიაში“ საკადრო ცვლილებები მხოლოდ ახალწვეულით არ შემოიფარგლა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბი დატოვეს გურამ გოშთელიანმა და თორნიკე ახვლედიანმა, რომლებიც მომავალ სეზონში კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები