წულუკიძე ბათუმის დინამოს ტოვებს? - რას წერს რუდი გალეტი
ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი ლუკა წულუკიძე კარიერას სლოვაკეთში, ტრნავის „სპარტაკში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი რუდი გალეტი ავრცელებს.
„22 წლის ქართველი ფეხბურთელი სლოვაკურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამ დროისთვის მხარეები ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ“, - წერს გალეტი.
წულუკიძე იბერია 1999-ის აკადემიის აღზრდილია, 2025 წლიდან კი ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავს. Crystalbet ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მის ანგარიშზე 14 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.
ცნობისთვის, ტრნავის „სპარტაკი“ სლოვაკეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში მესამე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კლუბის ღირსებას გიორგი მოისწრაფიშვილი და ლუკა ხორხელი იცავენ.