უაჰბი: “ამ გამარჯვებით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ“
Aa
Aa

უაჰბი: “ამ გამარჯვებით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ“

მექსიკის ქალაქ მონტერეიში ნიდერლანდებისა და მაროკოს 1/16-ფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც მაროკომ პენალტების სერიაში მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მოჰამედ უაჰბიმ კომენტარი გააკეთა.

უაჰბი:

„ეს იყო მატჩი, რომელშიც ჩვენმა ფეხბურთელებმა უზარმაზარი ხასიათი და მენტალური სიმტკიცე აჩვენეს. ვიცოდით, რომ ნიდერლანდებთან თამაში ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ საკუთარი თამაშის გვჯეროდა.

ბოლო წუთამდე არ დავნებდით და ეს მაროკოს ნაკრების დეენემია. იასინ ბონომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

ჩვენ ამ გამარჯვებით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. ახლა მთელი ყურადღება კანადასთან მერვედფინალურ შეხვედრაზეა გადატანილი. ფეხბურთელებმა ზეწოლას იდეალურად გაართვეს თავი, განსაკუთრებით პენალტების სერიაში.“

ცნობისთვის, კანადისა და მაროკოს ნაკრებების მერვედფინალური დაპირისპირება 4 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები