“ღვთაებრივი სამართალი“ - ალფარო გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანიის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებულ ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა და პენალტების სერია ვიხილეთ, რომელიც პარაგვაიმ მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, პარაგვაის ნაკრების მტავარმა მწვრთნელმა გუსტაფო ალფარომ კომენტარი გააკეთა.
ალფარო:
„ამ ბიჭებმა ისტორია დაწერეს. ისინი უკვე პარაგვაული ფეხბურთის ლეგენდები არიან. ხოსე კანალე? მის კარიერაში ძალიან ბევრი რთული პერიოდი იყო, არაერთ იჯარაში მოუწია თამაში, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ღვთაებრივმა სამართალმა დააჯილდოვა.
ჩვენ დაცვითი ფეხბურთის სათამაშოდ ვართ დაბადებულები. ვფიქრობ, გამარჯვებისთვის მხოლოდ ტალანტი არ არის საკმარისი. გული, რწმენა და თავგანწირვა ზოგჯერ ყველაფერზე მეტს ნიშნავს.“
ცნობისთვის, პარაგვაი საფრანგეთისა და შვედეთის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ გუნდების შეხვედრა 1-ელ ივლისს, თბილისის დროით, 01:00-ზე დაიწყება.