„სიმწვავე გვაკლდა“ - ნაგელსმანი ნაკრებიდან არ მიდის
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პარაგვაისთან პენალტების სერიაში მარცხი შეაფასა.
„ბურთს ვაკონტროლებდით, თუმცა დაბალ ტემპში ვთამაშობდით, სიმწვავე გვაკლდა. ორი თავდამსხმელი გვყავდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში ძალიან იშვიათად ვჩნდებოდით. განსაკუთრებით პირველ წუთებში მეტოქის საჯარიმოში ვერც ერთი ორთაბრძოლა ვერ მოვიგეთ. რაღაც მომენტში ძალისმიერ ფეხბურთზე გადავედით, თუმცა, ყველა შემთხვევაში, პარაგვაი უნდა დაგვემარცხებინა“.
ნაგელსმანმა ასევე განაცხადა, რომ თავისი ნებით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
„მე ხელმისაწვდომი ვარ. თუ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რომ 2028 წლამდე დავრჩე, მე აქ ვარ. თუ არ სურთ - წავალ“.
ცნობისთვის, ჯგუფურ ეტაპზე გერმანიამ კურასაოს 7:1, ხოლო კოტ-დ'ივუარს 2:1 მოუგო, მესამე მატჩი კი ეკვადორთან 1:2 დათმო. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ორ მუნდიალზე გერმანიამ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, ამჯერად კი პლეიოფის პირველივე ეტაპზე გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს.