ექსკლუზივი - ლუკა ლაცაბიძე ტორპედოში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი, ლუკა ლაცაბიძე ქუთაისის „ტორპედოში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია.
„კრისტალსპორტის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, მხარეები ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთ ნაბიჯში არიან და კონტრაქტის საბოლოო დეტალებს აგვარებენ. დიდი ალბათობით, შეთანხმება ოფიციალურად უახლოეს დღეებში, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 22 წლის ფეხბურთელი „ტორპედოს“ ევროტურნირებზე დაეხმარება.
ლუკა ლაცაბიძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და თბილისური კლუბი 2022 წელს დატოვა, როდესაც „დონეცკის შახტარში“ გადავიდა. „შახტარიდან“ ლაცაბიძე იჯარის წესით „ჩერნომორეც ოდესაში“, „ველეში“ და მშობლიურ „დინამო თბილისშიც“ იყო განათხოვრებული.