ლუკა შევალიე პსჟ-ში დარჩება
ლუკა შევალიეს პსჟ-დან წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს. ამის შესახებ Le Parisien-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, 24 წლის მეკარე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ნდობას ინარჩუნებს, პარიზული კლუბი კი ფეხბურთელთან განშორებას არ გეგმავს.
გასული სეზონის მსვლელობისას, შევალიემ რუს მეკარესთან, მატვეი საფონოვთან კონკურენცია წააგო.
ცნობისთვის, ფრანგი „პსჟ“-ს შემადგენლობაში 23 იანვრის შემდეგ არ თამაშობს. გასულ სეზონში მან საერთო ჯამში 26 შეხვედრა ჩაატარა.
გეტყვით ასევე, რომ შევალიეს მოქმედი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2030 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.