გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“ - ქვილითაია მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ჰოლშტაინ კილში“ გააგრძელებს. ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

32 წლის შემტევმა „ჰოლშტაინ კილთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის ვებ-გვერდზე გიორგი ქვილითაიას კომენტარიც ვრცელდება.

რას ამბობს ქვილითაია:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომავალში „ჰოლშტაინ კილის“ მაისურს მოვირგებ. მინდა ჩემი გამოცდილება გამოვიყენო, ავიღო პასუხისმგებლობა და დავეხმარო გუნდს გოლებით, თავდადებითა და ლიდერული თვისებებით. მოუთმენლად ველი ჩემი გუნდის, ქალაქისა და გულშემატკივრების გაცნობას, რათა ერთად მივაღწიოთ წარმატებას.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია ბოლოს ფრანგულ „მეცში“ თამაშობდა და კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 მილიონი ევრო ზურიკოს სანაცვლოდ | სენტ-ეტიენს შეთავაზება გაუკეთეს
10 მილიონი ევრო ზურიკოს სანაცვლოდ | სენტ-ეტიენს შეთავაზება გაუკეთეს