უცნაური მოწოდება -
Aa
Aa

უცნაური მოწოდება - "მესი რეალში უნდა გადავიდეს"

"ბოკა ხუნიორსის" ყოფილი გოლკიპერი, უგო გატი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი "ბარსელონადან" "რეალში" უნდა გადავიდეს, რათა დაამტკიცოს, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.

გატის აზრით თუ მესი თავს სხვა კლუბშიც არ გამოიჩენს მარადონას, პელეს და რონალდუს კონკურენციას ვერ გაუწევს.

არგენტინელმა გოლკიპერმა თანამემამულის შესახებ El Chiringuito-სთან ისაუბრა და განაცხადა: "მესი რეალში უნდა გადავიდეს და დაამტკიცოს რა შეუძლია. ზუსტად ისე, როგორც ეს კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა. სხვა შემთხვევაში ის რიგითი ფეხბურთელი იქნება".

"რონალლდუ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში წავიდა სათამაშოდ. მესის რაც შეეხება, ის ბარსელონაში თამაშობს. კლუბში, რომელიც მისთვის საკუთარი სახლივითაა. საკუთარ სახლში თამაში კი ძალიან მარტივია".

"მესი კარგად მხოლოდ მაშინ ასპარეზობს, როცა მას ამის საშუალებას აძლევენ. თანაც იოლია კარგად ითამაშო მაშინ, როცა საკუთარ სახლში ხარ და ყველაფერი შენს სასარგებლოდაა".

"მესიმ თავი ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გამოიჩინოს და კრუიფისთვის, პელესთვის და მარადონასთვის კონკურენციის გაწევა მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები