Aa
Aa

"ბარსა" 4 მოთამაშის გაყიდვას და 200 მილიონამდე მიღებას გეგმავს

იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონამ“ შესაძლოა 200 მილიონ ევრომდე შემოსავალი მიიღოს და ეს ფეხბურთელების გაყიდვის შედეგად მოხდება.

ერნესტო ვალვერდეს განაცხადში საკმაოდ ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს და ყველას თამაში არ უწევს. ეს ყველაფერი კი ფეხბურთელებში უკმაყოფილებას იწვევს.

ივან რაკიტიჩი, არტურო ვიდალი და კარლეს ალენია უდიდესი ალბათობით გუნდს დატოვებენ.

რაკიტიჩისა და ალენიას წასვლა იანვარშივე ივარაუდება, ხოლო ვიდალის სეზონის ბოლოს.

ჩილელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მას „ბლუგრანასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა სურს და ნაკლებად სავარაუდოა შუა სეზონში გუნდი დატოვოს.

რაც შეეხება რაკიტიჩს, ხორვატი მისი ამჟამინდელი ყოფით უკმაყოფილოა და მზადაა შემოთავაზებები განიხილოს. 31 წლის შუახაზელის შეძენის სურვილს „მილანი“ და „ინტერი“ გამოხატავენ.

ალენიას შესახებ ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადება არ არსებობს. კატალონიელები 120 მილიონს კოუტინიოს საბოლოოდ გაყიდვისგან მიიღებენ, რომლის გამოსყიდვას „ბაიერნი“ გეგმავს. „რეკორდმაისტერში“ მისი ასპარეზობით კმაყოფილნი არიან.

რაკიტიჩის, ვიდალისა და ალენიას გასხვისების შედეგად კლუბი დაახლოებით 60-70 მილიონის მიღებას გეგმავს.

ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარში „ბარსა“ არავის დამატებას არ გეგმავს. ზაფხულში კი კლუბი ექსტრაკლასის 9 ნომრის გაფორმებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები