უშანსო მარცხი პარიზში - ბასილაშვილმა სეზონი დაასრულა
Aa
Aa

უშანსო მარცხი პარიზში - ბასილაშვილმა სეზონი დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის ბოლო მასტერსის სერიის 1000-იან ტურნირზე გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი მოლდოველ რადუ ალბოტთან ორ სეტში 3:6; 2:6 დამარცხდა.

ალბოტი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და ორივე სეტში უპირატესობა პირველივე შესაძლებლობისას შესრულებული ბრეიკით მოიპოვა, რის შემდეგაც პარტიების გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია.

ალბოტი მსოფლიოს 50-ე ჩოგანია და წყვილებში ნიკას პრაქტიკულად მუდმივი პარტნიორი გახლავთ. მის წინააღმდეგ ქართველმა მეხუთედ ითამაშა და პირველად წააგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 26-ე ადგილზეა და 2019 წლის სეზონს საუკეთესო ოცეულს მიღმა დაასრულებს. 

ATP-ს ეგიდით, მხოლოდ ორი ტურნირია დარჩენილი - მილანში გასამართი ახალგაზრდების შემაჯამებელი და ლონდონის წლის შემაჯამებელი გათამაშება. არცერთ მათგანში ბასილაშვილი არ მონაწილეობს, შესაბამისად, ქართველი 2020 წლის სეზონისთვის მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები