პერესი და ზიდანი საიდუმლოდ შეხვდნენ
Aa
Aa

პერესი და ზიდანი საიდუმლოდ შეხვდნენ

ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი ერთმანეთს ფარულად შეხვდნენ და გუნდის მომავალზე, უფრო კი სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც ირკვევა, ზიდანის მოთხოვნა მარცხენა მცველის დამატებაა, რადგან მარსელო ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობს, "მონაკოში" განათხოვრებული ფაბიო კოენტრაოს თამაში კი ფრანგ სპეციალისტს დიდად არ ხიბლავს.

საუბარი ეხებოდათ კასტილიას ტალანტებსაც, ბორხა მაიორალსა და მარკოს ლორენტეს, რომელთაც, დიდი ალბათობით, ზიდანი პერიოდულად მთავარი გუნდისთვისაც გამოიყენებს. როგორც გვახსოვს, მაიორალი გასულ სეზონშიც მოხვდა რამდენჯერმე ძირითად გუნდში.

ასევე, ერთ-ერთი მთავარი თემა პოლ პოგბას დამატება და ხამესის წასვლა გახლდათ. როგორც გაირკვა, ფრანგის შეძენას მადრიდელები ყოველმხრივ შეეცდებიან. აი კოლუმბიელი კი 99%-იანი ალბათობით, მადრიდს დატოვებს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები