Aa
Aa

"ხანდახან ისინი შეხვედრებს სულელურად აგებენ", - შვარცნეგერი "ლივერპულის" დიდი თაყვანისმცემელია

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი ინგლისში Terminator „Dark Fate“-ის პრემიერაზე იმყოფებოდა.

შვარცნეგერი BBC Sport-ს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სიმპათიები იურგენ კლოპის „ლივეპრულისკენ“ იხრება.

„მე „ლივერპული“ მომწონს. ისინი ყოველთვის წარმატებულად არ ასპარეზობენ, მაგრამ ამჟამად იმპულსი იგრძნობა.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ხანდახან ისინი შეხვედრებს სულელურად აგებენ, შემდეგ კი კვლავ ბრუნდებიან. როდესაც ამბობენ „I'll be back“, ისინი ბრუნდებიან“.

შვარცნეგერმა „ლივერპულზე“ საუბრისას Terminator-ის ცნობილი ფრაზა „I'll be back“ გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები