პულიშიჩის ჰეთ-თრიკი -
Aa
Aa

პულიშიჩის ჰეთ-თრიკი - "ჩელსიმ" პრემიერლიგაში ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-10 ტურში „ჩელსიმ“ „ბარნლის“ სტუმრად 4:2 მოუგო და ლიდერთა ოთხეულს დაუბრუნდა.

ფრენკ ლამპარდის გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედი ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა. ერთი გოლი კი ვილიანის ანგარიშზეა.

ლამპარდმა გუნდი ნელ-ნელა ფორმაში შეიყვანა და ეს უკვე აშკარაა. „ლურჯებმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში „აიაქსთან“ ურთულესი გასვლითი მატჩი მოიგეს, დღეს კი საკმაოდ მძიმე „ბარნლის“ სძლიეს.

„არისტოკრატებმა“ პრემიერლიგის უკანასკნელი 4 შეხვედრიდან ყველას მოგება შეძლეს.

„ჩელსი“ 20 ქულით „ლესტერთან“ ერთად მე-3 და მე-4 პოზიციებს იყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები