ბაზელის ტურნირი: ფედერერი ფინალშია! როჯერი 103 ტიტულს უახლოვდება
Aa
Aa

ბაზელის ტურნირი: ფედერერი ფინალშია! როჯერი 103 ტიტულს უახლოვდება

38 წლის ლეგენდარული როჯერ ფედერერი ბაზელის ტურნირის ფინალში გავიდა.

„მხიარულმა როჯერმა“ ნახევარფინალში მსოფლიოს მე-7 ჩოგანი ბერძენი სტეფანოს ციციპასი 2 სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა.

მატჩი 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა და ფედერერის სრული უპირატესობით წარიმართა. როჯერმა თითო ბრეიკი შეასრულა და უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია.

მას ეს ტურნირი 9-ჯერ აქვს მოგებული და წელს გამარჯვებით შეუძლია, პირადი რეკორდი გაიმეოროს და ჰალეს ტურნირის მსგავსად, მშობლიურ ბაზელშიც მე-10 ტიტული დაისაკუთროს.

ფინალში, რომელიც კვირას გაიმართება ფედერერი ალექს დე მინოს დაუპირისპირდება, რომელიც ამ მომენტისთვის 28-ე ჩოგანია.

ფედერერი კარიერაში რიგით 103-ე ტიტულს უმიზნებს და ჯიმი კონორსის რეკორდის დამხობას ცდილობს. ამერიკელი ლეგენდის აქტივში 109 მოგებული ტურნირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები