უსიამოვნო სერია დასრულდა!
Aa
Aa

უსიამოვნო სერია დასრულდა! "მანჩესტერმა" როგორც იქნა სტუმრად მოიგო

ოლე გუნნარ სულშერის "მანჩესტერ იუნაიტედმა" უსიამოვნო სერიას წერტილი დაუსვა. "წითელ ეშმაკებს" ოფიციალურ მატჩებში სტუმრად გამარჯვება მიჯრით 11 შეხვედრაში არ ჰქონდათ მოპოვებული (ბოლოს გასვლაზე ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან იმარჯვეს) და ნავსი "პარტიზანთან" გამართულ მატჩში გატეხეს.

ნორვეგიელი სპეციალისტის კოლექტივმა სერბულ გუნდს ენტონი მარსიალის გოლის წყალობით სძლია. აღსანიშნავია, რომ ამაზე ცუდი სერია "იუნაიტედს" ბოლოს 1979 წელს ჰქონდა, როცა 12 გასვლითი მატჩიდან ვერცერთი მოიგო. 

"პარტიზანის" დამარცხების შემდეგ, "წითელ ეშმაკებს" 7 ქულა დაუგროვდათ და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ. "ნისლიანი ალბიონის" წარმომადგენლები მომდევნო შეხვედრას "ოლდ ტრაფორდზე" კვლავ "პარტიზანის" წინააღმდეგ გამართავენ.

აქვე დავძენთ, რომ სერბულ გუნდთან ჯახში "მანჩესტერს" ისტორიაში პირველად ჰარი მაგუაიერმა უკაპიტნა, რომელიც მატჩის დაწყებამდე უჩვეული სიტუაციაში აღმოჩნდა. ინგლისელ უკანახაზელს დაავიწყდა, რომ მონეტის აგდების პროცესსაც უნდა დასწრებოდა და თანაგუნდელებს შეუერთდა. საბოლოოდ მსაჯებმა მას ხელახლა მოუხმეს და მაგუაიერიც იძულებული გახდა დაბრუნებულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები