Aa
Aa

"შესაძლოა სურვილი იყოს, რომ ის ცისფერ მაისურში ვიხილოთ" - იბრა "ნაპოლიში"?

როგორც მოგეხსენებათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩს „ლოს ანჯელეს გალაქსისთან“ კონტრაქტი წლის ბოლოს უსრულდება და 38 წლის შვედი ევროპაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

გაძეტა დელო სპორტის ინფორმაციით, იბრამ შესაძლოა კარიერა „ნაპოლიში“ გააგრძელოს.

ნეაპოლელთა პრეზიდენტს დე ლაურენტისსა და ზლატანს შორის შეხვედრა უკვე შედგა და ეს ლოს ანჯელესში მოხდა.

„ის ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთმანეთს ლოს ანჯელესში შევხვდით რადგან ერთ სასტუმროში ვიყავით გაჩერებული. ზლატანი მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვახშამზე დავპატიჟე.

დრო შესანიშნავად გავატარეთ. შესაძლოა სურვილი იყოს, რომ ის ცისფერ მაისურში ვიხილოთ. ყველაფერი იბრაზეა დამოკიდებული“.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. იბრას გადაბირებით „მილანიც“ ინტერესდება. შვედს შემოთავაზებები კიდევ რამდენიმე ევროპული კლუბისგანაც აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები