ბასილაშვილის წარუმატებელი სტარტი: ქართველი ვერდასკოსთან დამარცხდა
Aa
Aa
22 ოქტომბერი 2019  |  21:14

ბასილაშვილის წარუმატებელი სტარტი: ქართველი ვერდასკოსთან დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ღია პირველობას ფერნანდო ვერდასკოსთან მატჩით დაემშვიდობა. ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე ქართველმა ესპანელს პირველი სეტი 6-4 მოუგო, თუმცა შემდეგ ვერდასკო დომინირებდა. მეორე სეტში ქართველი 2:6 დამარცხდა. რაც შეეხება შეხვედრის დასკვნით სეტს, ვერდასკომ 6:1 მოიგო და მერვედფინალში გავიდა.

სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელი ვენის ღია პირველობას პირველივე შეხვედრაში დაემშვიდობა.

მერვედფინალში ფერნანდო ვერდასკო ავსტრიელ დომინიკ ტიმსა და ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები