Aa
Aa
21 ოქტომბერი 2019  |  10:19

მარეიმ 2.5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო!

ენდი მარეიმ მხარზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. ბრიტანელმა ვარსკვლავმა ანტვერპენის ტურნირის ფინალურ მატჩში შვეიცარიელ სტენ ვავრინკას აჯობა.

ვავრინკამ პირველი სეტი მოიგო და შემდეგ ორ პარტიაშიც ბრეიკით იგებდა, თუმცა მარეიმ ჩვეულ ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და შეხვედრა 3 სეტში - 3:6; 6:4; 6:4-ით დაასრულა.

ჩოგბურთელები ფინალურ მატჩში ერთმანეთს ისტორიაში მეორედ დაუპირისპირდნენ, მათი პირველი შეხვედრა 2008 წელს, დოჰაში შედგა და მარეიმ მაშინაც 3 სეტში იმარჯვა.

ენდიმ ანტვერპენში ჩემპიონობისთვის 250 სარეიტინგო ქულა და 109 590 ევრო მიიღო. ბრიტანელმა 2017 წლის მარტის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა, ჯამში კარიერაში კი 46-ე ჩემპიონობა იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები