რეკორდი აღარ იქნება - ლივერპული
Aa
Aa

რეკორდი აღარ იქნება - ლივერპული "ოლდ ტრაფორდზე" გააჩერეს (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-9 ტურში სეზონის ერთ-ერთი მთავარი ჯახი შედგა - „ოლდ ტრაფორდს“ „ლივერპული“ ესტუმრა და სეზონში პირველი ქულები დაკარგა!

იურგენ კლოპის გუნდის რეკორდული სერია „ოცნებათა თეატრში“ დასრულდა.

ზედიზედ 8 გამარჯვების შემდეგ, „მერსისაიდელები“ „მანჩესტერ სიტის“ რეკორდის გამეორებას გეგმავდნენ, თუმცა ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ამის საშუალება არ მისცა.

შეხვედრაში ანგარიში პირველ ტაიმში 34-ე წუთზე საკამათო ვითარებაში გაიხსნა. 21 წლის დანიელ ჯეიმსმა მარჯვენა ფლანგიდან მარკუს რაშფორდს საჯარიმოში ჩაუწოდა, სადაც ინგლისელმა ფორვარდმა მატიპს აჯობა და ალისონს გაუტანა.

საგოლე შეტევისას გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ „იუნაიტედმა“ ბურთი წესების დარღვევის შემდეგ მოიპოვა და გოლი უნდა გაუქმებულიყო, თუმცა მარტინ ატკინსონმა ბურთი ჩათვალა.

„წითელი ეშმაკები“ 85-ე წუთამდე იგებდნენ. „ლივეპრულმა“ უდიდესი უპირატესობა გოლად მხოლოდ შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე აქცია.

ადამ ლალანას გოლმა მატჩს წერტილი დაუსვა. „მერსისაიდელებმა“ პირველი ქულები დაკარგეს და ამჟამად „სიტის“ 6 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები