Aa
Aa

იოზილი: "ყოველთვის ყველაფერს მე მაბრალებენ"...

„არსენალის“ ფლეიმეიქერი, მესუთ იოზილი თვლის, რომ „ნისლიან ალბიონზე“ უსამართლოდ აკრიტიკებენ. გერმანელმა ფეხბურთელმა, რომელიც ანაზღაურების სახით კვირაში 350 000 ფუნტს იღებს, წლევანდელ სეზონში მოედანზე მხოლოდ 142 წუთი გაატარა, თუმცა მას მაინც მიაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში უსამართლობას აქვს ადგილი.

„თუ მნიშვნელოვან შეხვედრებში კარგად ვერ ვთამაშობთ, ყოველთვის ყველაფერს მე მაბრალებენ. თუ ეს სიმართლეა, მაშინ როგორ ახსნით იმ შედეგებს, რომლებიც მნიშვნელოვან შეხვედრებში გუნდმა ჩემ გარეშე დააფიქსირა? პირადად მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ“.

„ვიცი, რომ ხალხი ჩემგან გაცილებით მეტს ითხოვს. მათ უნდათ თამაშზე გავლენა მოვახდინო და კარგად ვიასპარეზო. ეს მეც მინდა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა“.

„არსენალში მხოლოდ მე არ ვთამაშობ. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ოპონენტი უბრალოდ ჩვენზე ძლიერია“.

იოზილის განცხადების შესახებ კომენტარი „მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმაც გააკეთა. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მესუთი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და თუ საჭიროება მოითხოვს, მას აუცილებლად გამოიყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები