Aa
Aa
10 ოქტომბერი 2019  |  22:01

"მანჩესტერის" გეგმები - 130 მილიონი ფუნტი ორი ფეხბურთელის სანაცვლოდ?

"მანჩესტერ იუნაიტედი" კრიზისში იმყოფება და "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ ცვლილებების გატარება აუცილებელია.

ბრიტანული პრესა იუწყება, რომ უახლოეს პერიოდში კლუბის მესვეურები ტრანსფერებზე დიდ თანხებს დახარჯავენ. გავლენიანი გამოცემა The Sun იმ ფეხბურთელებსაც ასახელებს, რომლებიც ზამთარში "იუნაიტედის" მთავარი სამიზნეები იქნებიან.

"ნისლიან ალბიონზე" საუბარი "ლესტერის" ლიდერებზე, ჯეიმს მედისონზე და ბენ ჩილუელზე მიდის. ეს დუეტი წლეულს შესანიშნავად გამოიყურება და "მელიების" მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ. მათი კარგი თამაში "სამი ლომის" თავკაცს, გარეტ საუთგეიტსაც არ გამოჰპარვია და ისინი ნაკრებში გამოიძახა. მედისონი ეროვნულ გუნდს ავადმყოფობის გამო, ვერ შეუერთდა. ჩილუელი კი დიდი ხანია საუთგეიტის ფორმაციის ინგლისის ძირითადი შემადგენლობის წევრია.

The Sun-ის ცნობით "წითელ ეშმაკებს" მიზნის მისაღწევად დიდი თანხების გაღება მოუწევთ. ბრიტანული გამოცემის მიხედვით "მანჩესტერს" ტრანსფერები ჯამში 130 მილიონი ფუნტი დაუჯდება, თუ რა თქმა უნდა "იუნაიტედი" "ლესტერის" დაყოლიებას მოახერხებს. აქვე დავძენთ, რომ Tuttosport-ის მიხედვით "მანჩესტერი" მარიო მანჯუკიჩს შეუთანხმდა და ხორვატს ზამთარში გაიფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები