გაუშვით სულშერი! ალეგრი
Aa
Aa
10 ოქტომბერი 2019  |  14:39

გაუშვით სულშერი! ალეგრი "მანჩესტერის" ჩასაბარებლად მზადაა!

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩასაბარებლად მზადაა და „მანკუნიანელებს“ ვადაც დაუნიშნა, რა დროშიც კლუბმა ოლე გუნარ სულშერი უნდა დაითხოვოს.

წყაროს ცნობით, თუ კლუბის საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს შანსი სულშერი სანაკრებო პაუზის დროსვე მოხსნან და მომდევნო ტურში, „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ გუნდი ალეგრიმ გაიყვანოს.

„წითელმა ეშმაკებმა“ უკანასკნელ 30 წელიწადში ყველაზე ცუდი სტარტი აიღეს. გუნდს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 2 ქულა აშორებს და სულშერი სიტუაციის გამომსწორებელს ნამდვილად არ ჰგავს.

იტალიური გამოცემა წერს, რომ „მედ მაქსის“ მანჩესტერში ჩასვლა კლუბის ქომაგებისთვის მისაღები იქნება, რადგან ალეგრიმ „იუვენტუსთან“ ერთად სკუდეტო 6-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ფინალამდე ორჯერ მივიდა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალეგრიმ ინგლისური ენის კურსების გავლა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები