ოფიციალურად: დემბელე 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
Aa
Aa

ოფიციალურად: დემბელე 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ უსმან დემბელე „სევილიასთან“ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო 2 მატჩიანი დისკავკლიფიკაციით დაისაჯა.

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგმა შემტევმა ბარათი არაუხოს გაძევების მომენტის გაპროტესტების გამო მიიღო: „ცუდი ხარ, ძალიან ცუდი ხარ“, - ამ სიტყვების გამო დემბელეს 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, მათ შორის „ელ კლასიკოს“, რომელიც „კამპ ნოუზე“ გაიმართება.

„ბარსა“ ამ ყველაფრის გასაჩივრებას გეგმავ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ესპანეთში ასეთი რამ მოხდეს.

დემბელეს გაძევების შესახებ კომენტარი მესიმაც გააკეთა და აღნიშნა: რთული წარმოსადგენია დემბელეს მსაჯისთვის ზუსტად ის სიტყვები ეთქვა, რადგან ესპანურად კარგად ვერ ლაპარაკობს და წინადადებების დალაგება უჭირს. იმ მომენტში მთავარი არბიტრისთვის სწორედ ამის ახსნა მსურდა. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ჩემი პოზიცია ვალვერდემაც გაიზიარა. გაგვიკვირდა მსაჯმა მის მიერ ნათქვამი ფრაზა რომ გაიგო, რადგან დემბელეს ესპანურ ენასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. მას ყველაფერი ესმის, მაგრამ საუბარი უჭირს".

ამრიგად, დემბელე სეზონის პირველ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას დააკლდება, თუმც ეს შანსი იქნება ანსუ ფატისთვის, რომელიც 17-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამოიძახეს (მიზეზი: ის ზემდეტად ჩამოყალიბებული მოთამაშეა ამ ასაკობრივი ნაკრებისთვის) და 16 წლის შემტევი ვალვერდეს განკარგულებაში რჩება.

კლუბი თინეიჯერ ფორვარდს მიმდინარე სეზონში შანსებს მისცემს და მას „ისევე როგორც „რეალთან“, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები